• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

"ეს ჯილდო ჩემი კი არა, აფრიკის კონტინენტის ახალგაზრდების აღიარებაა"

"ყოველ დღე ჩვენ აფრიკაში ახალ გვერდს ვშლით და ახალ თავს ვხსნით. დღეს კიდევ ერთი ასეთი დღეა - და ეს ჯილდო ჩემი აღიარება კი არა, ამ კონტინენტის ახალგაზრდების აღიარებაა.

ის რომ მე დღეს აქ ვდგავარ, ჩემი მოსწავლეების მიღწევების შედეგია, ეს პრიზი მათ აძლევს შანსს და ეს არის გზავნილი მათთვის, რომ მსოფლიოში ყველაფერი შესაძლებელია," - განაცხადა კენიელმა პედაგოგმა, პიტერ ტაბიჩმა.

სკოლაში, სადაც პიტერი ასწავლის, კენიის ღარიბ რაიონში მდებარეობს. აქ მოსწავლეების 90%-ზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს, უმეტესად, ისინი ობლები არიან, არ ჰყავთ მშობლები ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ. ხშირ შემთხვევაში მათ სახლში საჭმელიც კი არ აქვთ.

პიტერი თავისი შემოსავლების უმეტეს ნაწილს, ამ ბავშვებს ახმარს.

24 მარტს, დუბაიში, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე Global Teacher 2019-ის გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. გამარჯვებული გახდა პიტერ ტაბიჩი, მასწავლებელი კენიიდან.


თეგები :

×