• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

მთაწმინდის პანთეონში მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს

მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღმოჩენას არქეოლოგები შეისწავლიან. ამ ეტაპზე, აღმოჩენის ადგილას შეჩერებულია სამუშაოები.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოებს 1,5 თვეა აწარმოებს.

„სამუშაოების აუცილებლობა განაპირობა დატბორვის რისკებმა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე სადრენაჟე ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. სადრენაჟე სისტემის მოწყობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „პალიტრა“ აწარმოებს და ის ივლისში დასრულდება“, – აცხადებენ მერიაში.


თეგები :

×