• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო ზარის გამო ხატია ბუნიათიშვილს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

ფრანგული რადიოს ეთერში ხატია ბუნიათიშვილთან სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო ზარის შემდეგ პიანისტს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დაუპირისპირნდნენ.

მათ შორის გახლავთ მაია ორჯონიკიძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად პიანისტის დედა "ფეისბუქ" მეგობრებიდან წაშალა.  

"დიდი ბოდიში, მაგრამ მეგობრებიდან წავშალე ხატია ბუნიათიშვილის დედა, რომელიც მადლობებად დაიღვარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ მისი ხატიასთვის ესოდენ სასიამოვნო “სიურპრიზის” გაკეთების გამო. რაც არ უნდა კარგი პიანისტი იყო, თუ შენი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ სუბიექტური ხასიათის გარემოებებზეა დამოკიდებული, სამშობლო კი არა, სულ სხვა რამ გყვარებია.

ამაზე მეტის თქმა ზედმეტია, ისედაც ყველაფერი ნათელია. მუდამ “გამარჯვებული” რომ უყვართ აი ის ხალხი... რა სირცხვილია", - წერს მაია ორჯონიკიძე. 

ფრანგულ რადიო  “RTL”-ში, სადაც ხატია ბუნიათიშვილი იყო მიწვეული  გადაცემის ავტორებმა პიანისტს სიურპრიზი მოუმზადეს და ტელეფონით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისალომე ზურაბიშვილმა ხატია ბუნიათიშვილის შემოქმედება ევროპაში ქართული კულტურის წარმატების შესანიშნავ მაგალითად შეაფასა და  წარმატებები უსურვა.


თეგები :

×