• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

27 წლის ქართველ ქალს, რომელიც ISIS-ის მებრძოლის ცოლია, ინტერპოლი ტერორიზმის ბრალდებით ეძებს

ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მსოფლიოს მასშტაბით ძებნილთა სიაში 27 წლის რუსეთის მოქალაქე ქართველი ქალიცაა. ქსენია ფოცხვერაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ეძებენ.

ირკვევა რომ, ქსენია ფოცხვერაშვილი 2015 წელს სირიაში გაემგზავრა და "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლ ინგუშ ჯიჰადისტზე, ზაურბეკ კოტიევზე დაქორწინდა.  

ზაურბეკ კოტიევის ისტორიაც ტერორისტული ორგანიზაციის რიგებს 22 წლის ასაკში ორ ინგუშ მეგობართან ერთად შეუერთდა.

ისინი სირიაში საქართველო-თურქეთის გავლით მოხვდნენ. ქსენია ფოცხვერაშვილი კიდევ სამ ქალთან ერთად ბოლოს 2018 წელს ჰასაკას პროვინციაში დააფიქსირეს. 

სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მარცხის შემდეგ, ზაურბეკ კოტიევს და ქსენია ფოცხვერაშვილს სურდათ ყალბი პასპორტებით თურქეთში, ან უკრაინაში მოხვედრა, თუმცა ბოლო ინფორმაცია მათი ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ უცნობია. 

 


თეგები :

×