• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

„ამ ამბავს რევოლუცია მოჰყვება“ - გუბაზ სანიკიძე

„გამორიცხულია იმის დაშვება, რომ კიდევ 4 წელი მიიტაცოს ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა. ეს ყოველივე გამოიწვევს რევოლუციას, რომელსაც ხელისუფლების გადაყენება მოჰყვება“, - ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ ლიდერი, გუბაზ სანიკიძე „პრესა.ჯი“-ს კითხვებს პასუხობს.

 - მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, რამდენად სწორი და მომგებიანია მისი ეს გადაწყვეტილება და რატომ

- მიხეილ სააკშვილის გადაწყვეტილება, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დათმობის შესახებ, აბსოლუტურად სწორია, ვნახოთ ვის აირჩევენ მის ნაცვლად. 

გეოგრაფია განსაზღვრავს ამ ყველაფერს, მიხეილ სააკაშვილი მოწყვეტილია ქვეყანას, პარტიულ საქმიანობას და ძალიან რთულია მიუხედავად თანამედროვე შესაძლებლობებისა, ამ შემთხვევაში ემიგრაციიდან მართო პარტია. 

ამიტომ, პრაგმატული თვალსაზრისით, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

- უნდა ჩატარდეს თუ არა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები? 

-აუცილებლად უნდა ჩატარდეს, მაგრამ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ და რა სახით ჩატარდება. 

- იმას გულისხმობთ, რომ მაჟრიტარული სისტემა პროპორციულით უნდა შეიცვალოს? 

- რა თქმა უნდა, თუკი არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, ისევ შეძლებს ხელისუფლება მოსყიდვას, გაყალბებას და ა.შ. მაგრამ, თუ ასე მოხდება, არც ერთ შემთხვევაში აღარ დაუთმობს ოპოზიცია მათ, ხელისუფლების მიტაცებას. 

გამორიცხულია იმის დაშვება, რომ კიდევ 4 წელი მიიტაცოს ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა. ეს ყოველივე გამოიწვევს რევოლუციას, რომელსაც ხელისუფლება გადაყვება. 

- უნდა ველოდოთ თუ არა, 2020 წლის არჩევნებამდე პარტია „ქართული ოცნების“ საბოლოოდ დაშლას? 

- პარტია „ქართული ოცნება“ დაიშალა. ამაზე მეტად როგორ უნდა დაიშალოს, მოლეკულებად? ქართული მედია კი დაკავებულია „ოცნების“ შიდა „ბუქსაობებით“. ეს არ არის სწორი, რადგან ქვეყანას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, რომელიც მისახედია. 

მთავარი თემა დღეს ქართული ოცნების ე.წ. ახალ და ძველ გვარდიას შორის მიმდინარე ომია, რაც ჩვენთვის სრულიად უინტერესო საკითხია. ჩვენ გვაინტერესებს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია. 

- ძველი გვარდია ახსენეთ, თქვენი აზრით, რატომ დააბრუნა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში? 

- ფოკუზის ჩასატარებლად, ივანიშვილს 7 წლის გაქრობა უნდა, თითქოს არც უარსებია ამ პერიოდს, მაგრამ აღარ გამოსდის ასეთი ფოკუზები. 

ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაგვავიწყებს 7 წელს. მას სურვილი აქვს 2012 წელში დაგვაბრუნოს, იმ პერიოდში, როდესაც ახალი მოსული იყო პოლიტიკაში. ღარიბაშვილის დაბრუნება არის ნაბიჯი უკან და სხვა არაფერი!


×