• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივლისი, 2019
article

"დღეს ბავშვებს ასწავლიან, რომ ერთსქესიანი ქორწინება არის ნორმა, რომ მამაკაცმა უნდა ჩაიცვას ქალის კაბა და არა იმას, თუ რა არის სამშობლო"

ნორმალურ სახელმწიფოში ვინმეს რომ ეთქვა, შეგიძლია თავი დააღწიო ჯარს, თუ შპს ეკლესიაში გაწევრიანებდიო, რას უზამდნენ იმ შპს ეკლესიას, - ასეთი კითხვით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა გიორგი ლომიამ კოლეგებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

„დაახლოებით ხუთი დღეა, „ფეისბუქზე“ ტრიალებს რგოლი, სადაც ლგბტ-ების წარმომადგენელი ცეკვავს, აბიჯებს ბიბლიას, შეურაცხყოს ხატებს და ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ჯერ არავინ დასჯილა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვსაუბრობთ, რატომ არიდებენ თავს ახალგაზრდები ჯარში სავალდებულო სამსახურის გავლას და რატომ მიმართავენ თაღლითურ ხერხს, სადღაც ფორმდებიან ეკლესიის მსახურად და ჯარში სამსახურს თავს არიდებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ საბავშო ბაღში, სკოლებში მათ ასწავლიან, რომ ერთსქესიანი ქორწინება არის ნორმა, რომ მამაკაცმა უნდა ჩაიცვას ქალის კაბა, იმას კი არ ასწავლიან, რა არის სამშობლო, როგორ უნდა გიყვარდეს მშობელი, არამედ ასწავლიან, რომ მშობელს შეგიძლია უჩივლო, თუ დაგიყვირა და სკოლა, სახელმწიფო გვერდში დაგიდგება. პატივისცემა დაიკარგა შვილსა და მშობელს შორის“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.

მისივე თქმით, არსებული ვითარება ხელისუფლების ბრალია.

 


თეგები :