• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა - პროცესი გადაიდო

ივანიშვილ-გახარიას პირადი პატიმარის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს გურჯაანში 3 საათზე უნდა გამართულიყო, გადაიდო. მიზეზი მისი ცუდად ყოფნა გახდა. 

ამ წუთებში, ნაციონალური მოძრაობის რეგიონალურ მდივანთან ექიმები არიან შესულები. დავით კირკიტაძის ახლობლების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს გაუარესდა. 

შეგახსენებთ რომ შს მინისტრ გახარიას მიერ ორგანიზებული პროვოკაციის ფარგლებში, დავით კირკიტაძე 2018 წლის 17 დეკემბერს, ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. 

მას წინასწარი პატიმრობა მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა შეუფარდა, რომელსაც დავით კირკიტაძის დაპატიმრების სანაცვლოდ სახლზე ყადაღა მოეხსნა. 

ამჟამად კი, დავით კირკიტაძის საქმეს მოსამართლე ნემსიწვერიძე იხილავს. მან, თავის დროზე, პირს, იმ ადამიანის მკვლელობის გამო მიუსაჯა სასჯელი, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა. 


თეგები :

×