• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

"ანას ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება"

ინტერნეტ-მომხმარებელი სოციალურ ქსელში ამ წერილს ავრცელებს:

"ძალიან გთხოვთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ.

ეს გოგონა ანა სააკაძეა. გოგონა, რომელიც 13 ივნისის მოვლენებამდე ერთი კვირით ადრე გავიცანი, მაშინ,როცა ელიზბარაშვილის თავშესაფარი დაიტბორა სვანიძის ქუჩაზე და საშინელ მდგომარეობაში იყო იქაურობა. ინტერვიუსთვის მივედი თავშესაფარში, მაგრამ ხელძღვანელი არ დამხვდა და იქ მყოფებთან გასაუბრება გადავწყვიტე. შორიდან გოგონა შევნიშნე, ნაწნავით, ცისფერი , აი,ლურჯში რომ გადადის ისეთი ფერის კაბა ეცვა ჯინსებზე და ორი ზომით დიდი ბოტები,ალბათ. საოცარი გარეგნობა ჰქონდა. საუცხოო სითბოთი ანუგეშებდა იქ მყოფ ცუგებს,ეფერებოდა და უღიმოდა. მივუახლოვდით მე და ფოტოგრაფი და გავესაუბრეთ. მისმა სიმშვიდემ მომნუსხა.აღმოჩნდა, რომ ეს თბილი და საყვარელი გოგო თურმე დიდი ხანია ეხმარება მიუსაფარ ცხოველებს. ძალიან თავმდაბალი იყო, როცა ვესაუბრებოდი ,თუმცა მასზე ინფორმაციის შეგროვება მარტივი აღმოჩნდა, რადგან იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული თითოეულ ნაბიჯზე რომ დაგხვდება. მაშინ მოხალისედ იყო მისული,რათა დახმარებოდა თავშესაფარს იმ საშინელი წყალდიდობის შემდეგ. 

მას შემდეგ facebook მეგობრები გავხდით და ყოველდღიურად ვხედავდი რამხელა სიკეთე და პოზიტივი მოდიოდა ამ პატარა გოგოსგან. გაოცებული ვიყავი და მიხაროდა, რომ ასეთი ადამიანები ისევ არსებობდნენ.

დღეს კი გავიგე, რომ ანას ავთვისებიანი სიმსივნე (დისგერმინომა) აღმოაჩნდა და სასწრაფოდ ესაჭიროება 15 000$ , რათა ბიოფსია და ქიმიოთერაპია გაიკეთოს.

ნეტა, იცოდეთ, რამდენი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, რამდენ საქველმოქმედო მარათონში ჩაბმულა, რამდენი მიუსაფარი ცხოველი შეუფარებია და რამდენისთვის სიცოცხლე უჩუქებია. 

ხომ უსამართლო იქნება,რომ ერთი ორად არ დაუბრუნდეს უკან ეს სიკეთეები ?! 

ასეთ ადამიანებს ყველაზე მეტად უნდა ვაფასებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ!

ძალიან გთხოთ, გვერდით დაუდექით მას, რადგან ის დაუფიქრებლად გამოგიწვდიდათ დახმარების ხელს. ეს ზუსტად ვიცი!

გააზიარეთ პოსტი,რათა უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა.

Anna, შენ მარტო არ ხარ და მჯერა, დასძლევ ამ ვერაგ დაავადებას! მთავარია, ის იმედი და პოზიტივი არასოდეს დაკარგო,რომელიც შენში ცოცხლობს <3 მიყვარხარ ძალიან !!

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

საქართველოს ბანკი:

GE13BG0000000046928400

თიბისი:

GE49TB7585245061100035

მიმღები: ანა სააკაძე"


თეგები :

×