• თბილისი
  • 19°C
  • 24 ოქტომბერი, 2019
article

რა ღირს სალომე ზურაბიშვილის ვარდისფერი პალტო, რომელიც მას სომხეთში ვიზიტისას ეცვა?

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვარდისფერმა პალტომ, ჩიტების აპლიკაციით, საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

უკვე გაირკვა, რომ პალტოს ავტორი დიზაინერი ეკა ბალანჩივაძეა.

დიზაინერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი თვითონ მივიდა სალონში და პალტოც თავად შეარჩია. ეკა ბალანჩივაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის სამოსზე თვითონ ზრუნავს და მას პირადი მრჩევლები არ ჰყავს. რაც შეეხება კონკრეტულ პალტოს, ის დიზაინერის კოლეციიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობადი ყოფილა და 500 ლარი ღირს.

 


თეგები :