• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

2011 წლამდე, ივანიშვილი საათს მარცხენა ხელით ატარებდა, 2011 წლის შემდეგ კი, მას საათი მარჯვენა ხელზე უკეთია - რატომ?

პოლიტიკაში გამოჩენამდე, ბიძინა ივანიშვილის მხოლოდ ერთი საჯარო ინტერვიუ არსებობდა, რომელზე დატანილი ფოტოდანაც ჩანდა, რომ ოლიგარქს საათი მარცხენა ხელზე ეკეთა. 

თუმცა, 2011 წელს, როდესაც ივანიშვილი დღის სინათლეზე გამოჩნდა, ის საათს უკვე მარჯვენა ხელით ატარებდა. 

ხელიც მისია და საათიც და უნდა მარცხენაზე გაიკეთებს და უნდა - მარჯვენაზე. ეს მისი უფლებაა...

თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და ვივარაუდოთ - რატომ გადაწყვიტა რუსეთში გამდიდრებულმა ოლიგარქმა მიებაძა პუტინისთვის, რომელიც ცნობილია რომ საათს ყოველთვის მარჯვენა ხელით ატარებს? 

პუტინი და ივანიშვილი 

ბიძინა ივანიშვილი რუსული „გაზპრომის“ კერძო აქციონერია. ის ერთადერთი ოლიგარქია, რომელმაც მილიარდების რუსეთიდან გამოტანა შეძლო - რუსული უშიშროების თანხმობით. 

პუტინის რუსეთში, მთავრობასთან შეთანხმებით შეგიძლია კორუფციული და კრიმინალური გარიგებებით მილიარდები იშოვო.

თუმცა, 100 მილიონზე მეტი ფულის რუსეთიდან გატანა მხოლოდ რუსული ფსბ-ს თანხმობით არის შესაძლებელი.

როგორც ჩანს, ივანიშვილმა საქართველოს პროდასავლური ხელისუფლების პრორუსულით შეცვლის სანაცვლოდ პუტინისგან მილიარდების რუსეთიდან გატანის „ვიზა“ მიიღო. 

ოლიგარქმა დავალება შეასრულა - სათავეში შეფარული პრორუსები დასვა და ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსიც შეასუსტა.

ივანიშვილის „რადო“

ოლიგარქს, რომელსაც ინსულტის გადატანის შემდეგ სერიოზული პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ძლიერ ფსიქოტროპულ წამლებზეა დამოკიდებული, სურს ბუნების კანონებს გაეჯიბროს და 120 წლამდე იცოცხლოს. 

ამ მიზნით, ივანიშვილი აჩანაგებს ბუნებას, ანგრევს ინფრასტრუქტურას, თხრის ხეებს და საკუთარ ეზოში რგავს, რათა დროდადრო ჩაეხუტოს და მათგან „სიცოცხლის ენერგია“ მიიღოს. 

პარალელურად, ივანიშვილი გატაცებულია მკითხაობით, მისნობითა და სხვადასხვა სახის რიტუალებით, რომლის დროსაც იყენებს ქვებსა და სარიტუალო ატრიბუტიკას.  

ოლიგარქს სჯერა, რომ ქვებით, მჩხიბავობითა და ხეებით კიდევ უფრო დიდ სიმდიდრეს დააგროვებს და ძალაუფლებასაც შეინარჩუნებს - თავისი 120 წლიანი სიცოცხლის ბოლომდე. 

ერთ-ერთი კომპონენტი კი, რომელიც ივანიშვილს ბუნების კანონებთან ჭიდილში უნდა დაეხმაროს, სპეციალური შუშით დამზადებული „რადოს“ საათია, რომლის ტარებაც, გავრცელებული ინფორმაციით, მას პირადმა ექსტრასენსმა ურჩია. 

შესაბამისად, პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, ივანიშვილმა, პუტინის მსგავსად, საათი მარჯვენა ხელზე გაიკეთა, რითაც ოკუპანტს სათანადო „სიგნალი“ გაუგზავნა. 

სპეციალური შუშის სამაჯურიანი „რადო“ კი, ექსტრასენსის რჩევით შეარჩია, რათა „ავი თვალისგან“ იყოს დაცული. 

თუმცა, დაიცავს თუ არა მას საათი, ხეები და რიტუალები, საქართველოს მოქალაქეების მზარდი რისხვისაგან, ეს სავარაუდოდ, ძალიან მალე გამოჩნდება.