• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელიც რუსი სამხედროების სოფელში შემოსვლას ადასტურებდა, დღეს არ არის გადაღებული"

"მე ძირძველი ხურვალეთელი ვარ და ახლაც იქ ვცხოვრობ, ახლა არაფერი არ ხდება და პირობას ვდებ, თუ სალიამ და ქაცარავამ გაარძელეს პროვოკაცია ხალხი არ ვაპატიებთ, რაც ვაი პატრიოტები გამოჩნდნენ აგვირიეს სოფელი”,- ამის შესახებ ადგილობრივი მკვიდრი, თამაზ მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომლითაც დღეს სოფელ ხურვალეთში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

ასევე, ევროკავშირის მისია ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილებას არ ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილება შეიმჩნევა. ვითარების გასარკვევად ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა.

სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა, ლუდა სალიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა სოფლის ბოლო დაიკავეს და გაავრცელა ფოტო. ხურვალეთის მცხოვრები აცხადებს, რომ ეს ფოტო დღეს არაა გადაღებული.

 

 


თეგები :

×