• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

გოაზე ქურდობის ბრალდებით დაკავებული ოთხი ქართველის ვინაობა და კადრები ვრცელდება (ვიდეო)

ძვირფასი ლითონის ნივთები, ფული, შვიდი მობილური ტელეფონი, ჰიდრავლიკური დანა და სამშენებლო ხელსაწყოები - სწორედ ამ ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქეები გოაზე.  

სამართალდამცველებმა ოთხ სავარაუდო დამნაშავეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით მიაგნეს. პოლიციის ცნობით,  ბრალდებულები ნაქურდალს ნაქირავებ მანქანაში ინახავდნენ. დაკავებულები არიან ლურო პირველი, კონსტანტინე ჩხაიძე,  ლაშა გურჩიანი და ირაკლი ტამლიანი.

ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მათ საელჩოს თანამშრომლებთან გასაუბრებაზე უარი თქვეს.

ინდოეთში, გოას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ სიოლიმში საქართველოს ოთხი მოქალაქე 14 მარტს დააკავეს.


თეგები :

×