• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

სერიალ "გაქცევის" ვარსკვლავი დომენიკ პარსელი საქართველოში ქართველი გოგონათი დაინტერესების გამო ჩამოვიდა

მცირე ხნის წინ, საქართველოში სერიალ "გაქცევის" ვარსკვლავი - ავსტრალიელი მსახიობი დომენიკ პარსელი იმყოფებოდა. საზოგადოებას თავდაპირველად ეგონა, რომ მსახიობი თბილისში გადაღებებისთვის ჩამოვიდა, თუმცა მიზეზი სხვა აღმოჩნდა - პარსელი 23 წლის ქართველ მეგობარს, მოდელ ლიკა ხაჭაპურიძეს ესტუმრა. ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ, მსახიობმა განაცხადა, რომ საქართველო უყვარს.

23 წლის ფოტომოდელი ლიკა ხაჭაპურიძე ჟურნალ "გზასთან" აცხადებს, რომ პოპულარული ავსტრალიელი მსახიობი მისით დაინტერესებულია და მეგობრობენ. "ძალიან მოეწონა საქართველო, კულტურა, ჩემი მეგობრები, ქართული სამზარეულო, თუმცა, გაუკვირდა, 23 წლის ხარ და ისევ მშობლებთან ცხოვრობო?" - აცხადებს ლიკა.

მოდელის თქმით, დომენიკ პარსელი საქართველოდან პოზიტური ემოციით დატვირთული წავიდა და აპრილში ისევ ჩამოსვლას გეგმავს.


თეგები :

×