• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

ლიზა ქისტაური Tbilisi Pride-ის შესახებ: მადლობა თქვით იმისთვის, რომ არ გიწევთ თქვენი უფლებების დასაცავად, ჩვენსავით გარეთ გასვლა და ყვირილი

ლიზა ქისტაური Tbilisi Pride-ის შესახებ:

"ძალიან მომწონს და მხარს ვუჭერ პრაიდის ჩატარების იდეას თბილისში. დროა ყველამ გავიაზროთ, რომ აგრესია და სიძულვილი არის დამანგრეველი ჩვენი საზოგადოებისთვის. ასევე დროა სახელმწიფომ და ჩვენმა თანამოქალაქეებმაც გააცნობიერონ, რომ ჩვენც საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები ვართ, ისევე როგორც ყველა დანარჩენი და ვიმსახურებთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას. 

ხშირად მესმის ხოლმე გამონათქვამები - "რას ყვირიხართ, იყავით თქვენთვის", "მე რომ ჰეტეროსექსუალი ვარ, გამოვდივარ და თავს გახვევ ჩემს აზრს?", "სახლში რაც გინდათ ის აკეთეთ, მაგრამ გარეთ ნუ გამოდიხართ" და ასე შემდეგ. მინდა მოგმართოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იზიარებთ მსგავს მოსაზრებებს: ყოველ დილას სარკესთან დადექით და მადლობა თქვით იმისთვის რომ არ გიწევთ თქვენი უფლებების დასაცავად გარეთ გასვლა და ყვირილი, რომ არავინ გამცირებთ, გაბულინგებთ და გკლავთ განსხვავებულობის გამო!

მნიშვნელოვანია რომ სოლიდარულები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და ერთან ვიბრძოლოთ თანასწორობისთვის. მხოლოდ ეს არის ის მიზანი რაც გვამოძრავებს და რისთვისაც აუცილებელია დაგეგმილი ღობისძიების სწორად გაანალიზება და მხარდაჭერა”.


თეგები :

×