• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

როგორ გამოეხმაურა საზოგადოება "გირჩის" ინიციატივას, სამეფო ტახტზე ხოსროიანთა წარმომადგენლის შემოთავაზების შესახებ

დღეს, "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და ბაგრატიონთა ორივე შტოს მიმართა.

ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სამეფო ტახტისათვის გაცილებით შესაფერისი კანდიდატურაა სპარსელ ხოსროიანთა დინასტიის წარმომადგენელი, რადგან ხოსროიანებმა საქართველო გააქრისტიანეს, ხოლო ქართველმა ბაგრატიონებმა ქვეყანა რუსეთს ჩააბარეს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მის ოფისში მუშაობს ჰერმან საბო, რომელიც ხოსროიდების დინასტიის შთამომავალია და საზოგადოებას მეფედ სწორედ ამ ახალგაზრდას სთავაზობს.

ინტერნეტ-მომხმარებლები აქტიურად გამოეხმაურნენ "გირჩის" ლიდერის იდეას. მათი უმრავლესობა წერს, რომ ჰერმან საბო მართლაც შესანიშნავი კანდიდატურაა, თანაც ის გარეგნულად მართლაც ძალიან ჰგავს მირიან მეფის პორტრეტს.


თეგები :

×