• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

ყაზბეგის გამზირზე ორი მანქანა დაიწვა

თბილისში, გვიან ღამით, ყაზბეგის გამზირზე, ორი მანქანა დაიწვა. ცეცხლი მინივენის ტიპის ავტომობილს გაუჩნდა, რომელიც მოგვიანებით ახლოს მდგარ მეორე მანქანაზეც გავრცელდა.

ადგილზე მისულმა სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მიმდინარეობს გამოძიება მუხლით, რომელიც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


თეგები :

×