• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართულ მხარეს გადასცეს

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადასცეს. ცხედრის გადმოსვენების პროცედურებში ჩართული იყო "წითელი ჯვარი".

პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ასევე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები.

გარდაცვლილის ცხედარს, თავდაპირველად, ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს თქმით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, 1990 წელს დაბადებულმა, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


თეგები :

×