• თბილისი
  • 19°C
  • 24 ოქტომბერი, 2019
article

თუ ბესელია ნამდვილად იქ მიდის, სადაც „მოსახლეობის უმრავლეობაა“, მაშინ მას სახლში წასვლა მოუწევს

„მივდივარ ქართული ოცნებიდან, მაგრამ მივდივარ იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა“, - განაცხადა დღეს ეკა ბესელიამ და მმართველ გუნდს დაემშვიდობა.

სად წავა დეპუტატი, რომელმაც ქართულ ოცნებასთან გასამიჯნად მოსამართლეების თემა გამოიყენა? 

თუ ქალბატონი ბესელია გულწრფელია და ნამდვილად იქ მიდის, სადაც როგორც თავად თქვა, "საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა", მაშინ მას სახლში წასვლა მოუწევს. 

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხომ სწორედ სახლში ზის: უმუშევარი, ღარიბი და მომავალზე ხელჩაქნეული - ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების არასწორი და მავნებლური პოლიტიკის გამო.

შეგახსენებთ რომ ქართულ ოცნებაში რღვევის პროცესი დაწყებულია. თუ ბესელიას შემდეგ მმართველ გუნდს კიდევ ერთი დეპუტატი დატოვებს, ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს.

ხოლო თუ 6 დეპუტატი წავა ქართული ოცნებიდან, საპარლამენტო უმცირესობა, რომლის ლიდერი დავით ბაქრაძეა, უბრალოდ, დაიშლება.


თეგები :

ბესელია