• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

რა მოხდა პროექტ "მხოლოდ ქართულში"?

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გუშინ, მუსიკალური პროექტი "მხოლოდ ქართულის" ნახევარფინალი გაიმართა. 

პროექტში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, გიორგი გაბუნიამ, ერთ-ერთ კონკურსანტს, გიორგი ნარმანიას საშუალება მისცა თავისი თავისათვის თვითონვე დაეწერა ქულა, კონკურსანტმა კი თავისი შესრულება 10 ქულით შეაფასა. 

ამ ფაქტმა, ჟიურის წევრის, გიორგი გაბუნიასა და წამყვანების გაკვირკვება გამოიწვია, მათ კონკურსანტის მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალეს და სახალხოდ მიუთითებდნენ, რომ ასე არავინ მოიქცეოდა. 

ამ ყველაფერმა მაყურებელთა აგრესია გამოიწვია, ისინი სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ გიორგი ნარმანია დაამცირეს და დააბულნგეს, რაც ყოვლად მიუღებელია. 

"გიორგი ნარმანია არის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, გიორგი გაბუნიასგან, ეს დაუშვებელია, არცერთ საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ კონკურსზე, მონაწილეს არ აკომპლექსებენ, პირიქით, გამოუცდელ ახალგაზრდა მუსიკოსს, აძლევენ შანსს, რომ ბოლომდე გაიხსნას სცენაზე, ეს იმის ბრალია, რომ ჟიურიში არ უნდა ისხდნენ არაპროფესიონალები, მათი ზედაპირული მუსიკალური განათლების მიუხედავად"-წერდნენ სოციალურ ქსელში. 

თეგები :