• თბილისი
  • 11°C
  • 22 თებერვალი, 2019
article

მარნეულში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

მარნეულში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით 15 წლის გოგონა დაიღუპა.

როგორც ადგილზე აცხადებენ, შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

ახლობლების განცხადებით, მოზარდი ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ იმ ოთახში იპოვეს, სადაც გამათბობელი იყო დამონტაჟებული. გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო.


თეგები :