• თბილისი
  • 14°C
  • 20 მარტი, 2019
article

ქუთაისი-ვანის გზაზე მიკროავტობუსი ამობრუნდა - არიან დაშავებულები

ქუთაისი-ვანის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც ის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თეგები :

×