• თბილისი
  • 14°C
  • 20 მარტი, 2019
article

თბილისში მცხოვრებმა სტუდენტმა ქუჩაში 37 ათასი ამერიკული დოლარი იპოვა და პატრონს დაუბრუნა

თბილისში მცხოვრებმა სტუდენტმა კარინე ბაგირიანმა ქუჩაში 37 ათასი ამერიკული დოლარი იპოვა და პოლიციაში მიიტანა.

პოლიციის მეშვეობით თანხა მფლობელს გადაეცა. დედაქალაქში მცხოვრები სტუდენტი წარმოშობით ჯავახეთიდან არის. კარინე ბაგირიანი სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში რუბენ სადოიანმა მიიღო.

დიპლომატმა კარინს მადლობა გადაუხადა პატიოსნებისა და სამაგალითო საქციელისთვის.

რუბენ სადოიანის განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში ასეთი ადამიანური ნაბიჯი ცხადყოფს, რომ პატიოსნება და სიკეთე აძლიერებს ცხოვრებას.

თეგები :

×