• თბილისი
  • 6°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

მიხეილ გიორგაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან, სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს.

გიორგაძე თურქეთში ამერიკულ კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შეგახსენებთ, მიხეილ გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

თეგები :