• თბილისი
  • 13°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ზაზა სარალიძემ ექიმების დახმარებაზე უარი თქვა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ამჟამად პარლამენტის შენობის წინ, მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.

ზაზა სარალიძე მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა მისი ავტომობილი გააჩერეს და ჩხრეკა აწარმოეს, შეუძლოდ გახდა. მას ადგილზე სასწრაფოს მისვლამდე საპატრულო პოლიცია და რიგითი მოქალაქეები უწევდნენ დახმარებას, სასწრაფოს მისვლის შემდეგ კი სარალიძემ სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.

ზაზა სარალიძე სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აქციების შეწყვეტას არ აპირებს. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ მისი ავტომობილიდან კარავი და პირადი ნივთები ამოიღო.

პარლამენტის შენობის წინ აქცია "მამები სიმართლისთვის" 19:00 საათზე განახლდება.

თეგები :