• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

8 მიზეზი, თუ რატომ სვამენ სპორტსმენები ლუდს

ალკოჰოლს კუნთებში მგრძნობელობის შემცირება შეუძლია

ლუდი ყველაფერს რეალურად აუმჯობესებს, მყესების ტკივილსაც კი. 2014 წლის Inteational Joual of Kinesiology and Sport Science-ში გამოქვეყნებული კვლევა გვაჩვენებს, რომ სპორტსმენებისთვის ლუდის დალევის შემდეგ, მყესებში ტკივილის შეგრძნება ნაკლები იყო, ვიდრე შრომატევადი სესიის დასრულების შემდეგ მიღებული პლაცებოს ეფექტი.

ლუდი თირკმელებში კენჭების გაჩენისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია

დროთა განმავლობაში ხშირმა დეჰიდრატაციამ შესაძლოა თირკმელებში კენჭების გაჩენა გამიწვიოს. ლუდს კი შეუძლია თირკმელები სუფთა მდგომარეობაში შეინარჩუნოს. 2013 წლის კვლევა, რომელიც Clinical Joual of the American Society of Nephrology-ში გამოქვეყნდა, გვაჩვენებს, რომ შაქრიანი სასმელები, იქნება ეს სოდა, თუ წვენი, უფრო ზრდის თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკს. ლუდის რეგულარულად მიღება რისკს 41%-ით აქვეითებს, ხოლო ღვინის მიღება მხოლოდ 31-33%-ით.

ლუდი ძვლებს აძლიერებს

2007 წლის კვლევა, რომელიც Nutritional Health and Aging-ში დაიბეჭდა, გვაჩვენებს, რომ დიეტურ სილიკონს ძვლისა და ჩონჩხის ქსოვილის სიძლიერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აბა გამოიცანით, რომელია სილიკონის მიღების საუკეთესო საშუალება? ლუდი. Food and Science in Agriculture-ში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ნებისმიერი სახის ლუდის დღეში სამჯერ მიღება სრულიად დააკმაყოფილებს თქვენს დღიურ მოთხოვნას.

ლუდი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა

გარდა იმისა, რომ სვია ლუდს საოცარ გემოს აძლევს, 2009 წლის კვლევამ, რომელიც Molecular Nutrition and Food Research-ში გამოქვეყნდა, გვაჩვენა, რომ სვიას მწვავე ანთების შემსუბუქება შეუძლია. 2006 წლის Planta Medica -ის კვლევაში კი ვხედავთ, რომ სვიას შეუძლია იგივენაირად იმუშაოს ტრადიციულ COX-2 ინჰიბიტორებთან, რომელიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია.

ხელს უწყობს გუნდის ერთიანობას

Psychological Science-ში გამოქვეყნებული კვლევა გვაჩვენებს, რომ ალკოჰოლის ზომიერმა მოხმარებამ სოციუმთან ურთიერთობა უფრო იოლი გახადა. მან იმაზეც კი იქონია გავლენა, თუ რამდენად ხშირად იღიმის გუნდის წევრი. ჩვენი სოციალური წრეები მნიშვნელოვანია - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ვარჯიშს ეხება.

შენი გული აფასებს სასმელს

მთავარი ფაქტორი აქ ზომიერებაა. ალკოჰოლის მიღება დაკავშირებულია გულის დაავადებების რისკებთან, თუმცა American Heart Association-ის კვლევის თანახმად, დღეში ერთ დალევას HDL-ის (კარგი) ქოლესტეროლის აწევა შეუძლია, აგრეთვე ხელს უშლის სისხლის შედედების ფორმირებას, რაც გულის შეტევასა და ინსულტს იწვევს. AHA გვირჩევს, რომ მამაკაცებმა დღიურად 1 ან 2 კათხა ლუდი მიირთვან, ხოლო ქალებმა - მხოლოდ ერთი.

ლუდი კარგია ნაწლავებისთვის

ლუდს ცუდი შეფასება აქვს იმის გამორასაც მუცელს უშვებარა თქმა უნდაბევრ ლუდს თუ დალევამისშედეგად წონაშიც მოიმატებთუმცალუდი აგრეთვე შესაძლოა კარგი აღმოჩნდეს საჭმლისმომნელებელი სისტემისთვის. The American Joual of Gastroenterology-ის მიერ გავრცელებული კვლევისთანახმადალკოჰოლის ზომიერი მოხმარებით იმ დაპირისპირება შეიძლება იმ ბაქტერიასთანრომელიცკუჭის წყლულის წარმოქმნას იწვევსეს ბაქტერია კი ჰელიკობაქტერ პილორიაგარდა ამისალუდიარბინოქსილან-ოლიგოსაკარდიდების კარგი წყაროაარბინოქსილან-ოლიგოსაკარდიდები კი ისპრებიოტიკური საკვები პროდუქტებიარითიც ნაწლავის ბაქტერია იკვებება.


თეგები :