• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

საპროტესტო აქცია გორში - ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

გორში, სოფელ ხელთბუნის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ცენტრალური გორის ცენტრალურ ავტობანი გადაკეტეს. 

ამ წუთებში სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ. მოძრაობა პარალიზებული აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმიც. 

ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. მერებაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, თუ რამ იმსხვერპლა 18 წლის მოზარდი.

გარდაცვლილის ოჯახის ამტკიცებს, რომ ორი სოფლის გზაგასაყარზე მოზარდებს შორის კამათი, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.

თეგები :