• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2018
article

ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა დღეს მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულებამ კომერციულ ბანკებში 2 ლარსა და 61 თეთრს მიაღწია. 

„თიბისი ბანკში“ ერთი დოლარის ღირებულება 2.61 ლარია. რაც შეეხება „საქართველოს ბანკს“, ერთი დოლარის შეძენა 2.60 ლარად არის შესაძლებელი. 

დოლარის კურსი სავალუტო ჯიხურებშიც მაღალია. დოლარის ღირებულება 2.56 ლარს აღწევს.