• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

საზამთროში ნიტრატების შემცველობის კვლევის შედეგები ცნობილია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები საზამთროს მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს ხილსა და ბოსტნეულს ნიტრატების შემცველობაზე.

სააგენტოს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ლაბორატორიული კვლევისთვის ადგილზე აიღეს საზამთროს ნიმუშები.

ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ბაზარზე, სავაჭრო ობიექტებსა და აგრარულ ბაზრებში უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში, რომლებიც გამოკვლეულია აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფერმერებს მუდმივად მიეწოდებათ ინფორმაცია და რეკომენდაციები აგროქიმიკატების ამოყენებასთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, წლის განმავლობაში 70-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

ეკოლოგმა, გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალიამ სეზონური პროდუქტების დაბინძურების თემაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა. ექსპერტმა ის სეზონური პროდუქტები დაასახელა, რომლებშიც ნიტრატები დაშვებული ნორმის მაქსიმუმს სამჯერ აღემატება. ეს პროდუქტებია საზამთრო და ნესვი.

თეგები :