• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

"ვიღაცა არაკაცმა, რომლის ვინაობაც ცნობილია, მოკლა როკი"

სოციალურ ქსელში ვრცელდება მოკლული ძაღლის ფოტო, რომელიც როგორც ირკვევა მეზობლემა მოკლეს.

„ზესტაფონში ერთი ძაღლი გვყავდა შეფარებული ეზოში. ჩავდიოდი, ძაღლის საკვებს ვყიდულობდი და ვპატრონობდი. ჩემი არყოფნის დროს კი ჩემი ოჯახის წევრები უვლიდნენ. მეზობლებს არ მოწონდათ და ასჯერ ვეჩხუბე, ვერაფერი გავაგებინე. პატრულში დარეკეს და წაიყვანეს ძაღლი ქუთაისის თავშესაფარში. იქ ყურზე საყურე და კასტრაცია გაუკეთეს და როგორც იქნა დავიბრუნეთ როკი.

მერე ცემეს კიდეც მეზობლებმა, ჩემებმა მოუარეს და ფეხზე დააყენეს. ფოტო ან ვიდეო მასალა არ გვქონდა და ვერაფერს ვაკეთებდით. ჩემს დას ნანახი აქვს, პატრულთან ერთად, დააპირა მერიის თანამშრომელმა ძაღლის ცემა ამ დიდი გარჩევის მერე, მაგრამ პატრულს არც შეუმნევია, აქეთ გვაწვებოდა. ვინც ცემა, იმის მიმართ აგრესიული გახდა, თუმცა არასდროს არავისთვის უკბენია. დღეს ბებია მირეკავდა და ვერ ვუპასუხე. მომწერა, როკი მოკლესო. ვიღაცა არაკაცმა, რომლის ვინაობაც ცნობილია, მოკლა როკი, რომელიც ყოველ დილით ბავშვებს აცილებდა სკოლაში და არავისთვის არაფერი დაუშავებია.

პატრული ჩემებს ეუბნება, ხალხს კბენდა და მოსაკლავიაო. რა თქმა უნდა, მე 112-ში დავრეკე და ამათ მითხრეს გზაშია ეკიპაჟიო, როცა უკვე პატრული იქ იყო და ჩემებს ეჩხუბებოდა და აქეთ ადანაშაულებდა. კიდევ დავრეკე და ვუთხარი 112-ს, თქვენ ვინ გეუბნებათ, რომ გზაში არიანთქო. ჩვენთან მხოლოდ გასვლა ფიქსირდებაო. მეთქი, უკვე იქ არიან და თქვენ არ გეუბნებიანთქო. გენ-ინსპექციას გადავცემთო. გადაეცით-მეთქი”.


თეგები :