• თბილისი
  • 4°C
  • 17 დეკემბერი, 2018
article

მზის დაბნელება, ახალი მთვარე, პარასკევი 13 - ასტროლოგები სიფრთხილეს გვირჩევენ

დღეს მზის დაბნელება მოხდება. ამ ბუნებრივი მოვლენის ხილვის შესაძლებლობა მსოფლიოს მოსახლეობას, პირდაპირი ვებტრანსლაციის საშუალებით ექნება. ინფორმაციას 9news-ი ავრცელებს.

ჩვენებას ამერიკული კოსმოსური სააგენტო NASA უზრუნველყოფს. გეოგრაფიულად, მზის დაბნელების ხილვა ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე წყნარის ოკეანის აუზის კუნძულების მოსახლეობას შეეძლებათ.

მზის ნაწილობრივი დაბნელება დაახლოებით შუა დღის შემდეგ დაიწყება. მზის დაბნელებისას მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა, ამის გამო კი ის მზის სინათლეს ბლოკავს. ეს მხოლოდ ახალი მთვარეობისას ხდება, როცა მზე და მთვარე ე.წ. სიზიგიაში ეწყობიან.

სიზიგია გრავიტაციულად დაკავშირებული სამი ობიექტის ერთ ხაზზე განლაგებას ნიშნავს.

მზის დაბნელების პარალელურად, დღეს ახალმთვარეობაა, ასევე, პარასკევი 13 - მსოფლიოს ასტროლოგები საზოგადოებას სიფრთხილეს ურჩევენ.

თეგები :