• თბილისი
  • 13°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

"ეს ულამაზესი გოგონა ნასვამი მძღოლის მსხვერპლი გახდა"

30 წლის თათა კერესელიძე, რამდენიმედღიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, გუშინ გარდაიცვალა.

თათა და მისი მეგობარი ტაქსით სახლში მიემგზავრებოდნენ, როდესაც სანაპიროზე, თავის სახლთან ახლოს, როდესაც მძღოლს ფულს უწვდიდა, ტაქსის საპირისპირო მხრიდან დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა დაეჯახა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მძღოლი მთვრალი იყო. 43 წლის ტაქსის მძღოლი, რომელსაც იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა, ადგილზე გარდაიცვალა. თათას მეგობარი გადარჩა, თათა კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა სასწრაფომ. ის რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით, დამნაშავე მძღოლი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.



თეგები :