• თბილისი
  • 16°C
  • 13 ნოემბერი, 2019
article

რა ინფორმაცია გამოაქვეყნა IDFI-მ პროკურატურის მაღალჩინოსნების ხელფასების შესახებ?

IDFI-ს ინფორმაციით, 2015 წელს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ანაზღაურება 113 070 ლარი იყო.

აღნიშნული თანხიდან  42 630 ლარი თანამდებობრივი სარგოა, ხოლო 70 440 ლარი პრემია/დანამატი.

ორგანიზაციამ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილის შემოსავალზეც გამოაქვეყნა ინფორმაცია.  2014 წელს გაბიტაშვილის შრომის ანაზღაურება 138 615 ლარი იყო, აქედან 97 815 ლარი პრემია/დანამატი.

”ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე ყველაზე დიდი ხარჯი გაწეულია 2014 წელს - 161 7941 ლარი. სამივლინებო ხარჯების მსგავსად, წარმომადგენლობითი ხარჯების შემთხვევაშიც ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 199 177 ლარი”, - ნათქვამია IDFI-ს ანგარიშში.


თეგები :