• თბილისი
  • 9°C
  • 08 დეკემბერი, 2019
article

ტელეკომპანია „real tv“-ს საინფორმაციო სამსახური დაიხურა

ტელეკომპანია „real tv“-ს საინფორმაციო სამსახური დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრესა.ჯი“-ს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა დაუდასტურეს.

 

საინფორმაციო გამოშვების მიზეზად ფინანსების არარსებობა სახელდება. არხი გააგრძელებს მაუწყებლობას და საეთერო ბადე ძირითადად ფილმებით შეივსება.

 

ტელეკომპანიაში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა თათბირი, სადაც თანამშრომლებს განუცხადეს, რომ ტელეკომპანიას ფინანსური რესურსი არ ჰქონდა, რის გამოც საინფორმაციო სამსახური მუშაობას ვერ გააგრძელებდა. დღეს კი „რეალ ტვ“-ს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა ტელეკომპანია დატოვეს.  


თეგები :