• თბილისი
  • 12°C
  • 19 მარტი, 2019
article

შუახევში მაშველებმა დაკარგული ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, შუახევში დღეს დილით მაშველებმა დაკარგული ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ადგილზე 12 სამაშველო ჯგუფი და 70-მდე მაშველი მუშაობდა. გუშინ სამუშაოებში თბილისიდან ჩასული სპეციალისტები ჩაერთნენ. სამძებრო სამუშაოებს ართულებდა ადიდებული მდინარე და დაბალი ხილვადობა.

შემთხვევა სოფელ შუბანში მოხდა თვითმხილველების თქმით, 13 წლის მურმან ფუტკარაძე მდინარეში ბურთის გამოსატანად შევიდა და წყალმა წაიღო.

„ბავშვი დაახლოებით 40 წუთის წინ ვიპოვეთ სოფელთან ახლოს მდინარეში. გარდაცვლილი არის. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბურთს გამოედევნა ბავშვი და გადაყვა მდინარეში, სავარაუდოდ, თავი ვეღარ შეიმაგრა“-განაცხადა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ.

თეგები :

×