• თბილისი
  • 10°C
  • 25 მარტი, 2019
article

უბედური შემთხვევა პანკისის ხეობაში - დაჭრილია 23 წლის ქალი

პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში 23 წლის ქალი დაიჭრა. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიღებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, იარაღი მას შემთხვევით გაუვარდა. დაშავებულს პირველი ოპერაცია ახმეტის, შემდეგ კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

ექიმების თქმით, დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

თეგები :

×