• თბილისი
  • 12°C
  • 19 მარტი, 2019
article

"ფაროსანას წინააღმდეგ "მოიზიდე და მოკალის" პრინციპი დაინერგება"

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურ ღონისძიებებს აპრილიდან დაიწყებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ მავნებელი გააქტიურებას მაშინ იწყებს, როდესაც სადღეღამისო ტემპერატურა 15-17 გრადუსს აღწევს. მისივე განმარტებით, სწორედ ამ პერიოდში იგეგმება პრობლემური კერების გამოსავლენად ფერომონების განთავსება მთელი საქართველოს მასშტაბით.

„აზიური ფაროსანას გამოსვლა იწყება მაშინ, როდესაც სადღეღამისო ტემპერატურა 15-17 გრადუსი და მეტია. ამ პერიოდისთვის, გვექნება საქართველოზე სრულიად დაკვირვება და როდესაც საჭიროდ იქნება მიჩნეული ჯგუფების შექმნა, მინდორში გასვლა და ხალხთან საუბარი, შეიქმნება მოხალისეთა ჯგუფები. ინტენსივობა მოიმატებს საჭიროების მიხედვით. ჯერჯერობით პიკი არ გვაქვს. როგორც კი გაჩნდება აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლაში დამატებითი კომპონენტის შეტანის აუცილებლობა, ამ რეკომენდაციებსაც გასცემს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტო. ჩვენ ამისთვის სრულიად საქართველოში განვათავსებთ ფერომონებს, რომელიც ამ მავნებლის მიმზიდველია, ის იჭერს მწერს. ყოველკვირეული მონიტორინგის საფუძველზე განვსაზღვრავთ იმ წერტილებს, როდის უნდა დავიწყოთ ფაროსანასთან ბრძოლა. წინა წელს განთავსებული იყო 21 ათასი ფერომონი, მიმდინარე წელს შეძენილია 100 ათასზე მეტი ფერომონი იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ ყველაზე მეტად დაზიანებული კერები. ამავე ფერომონების მეშვეობით გვექნება საშუალება „მოიზიდე და მოკალის“ პრინციპი დავნერგოთ. შეიქმნება ადგილები, სადაც ფერომონების საშუალებით მოვიზიდავთ მავნებელს და მოხდება მათი ლიკვიდაცია წერტილოვანი დარტყმით, რათა არ მოხდეს მთლიანად ტყის მასივების, გარემოს შეწამვლა, რაც არ შეიძლება“, - განაცხადა ხანიშვილმა.



თეგები :

×