• თბილისი
  • 7°C
  • 24 მარტი, 2019
article

ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული -ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში

ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომობილი გაზის გადამტან სატვირთოს შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრების ამოყვანა მაშველებმა მხოლოდ სპეციალური ტექნიკის დახმარებით შეძლეს.

დაშავებულებიდან ერთ-ერთი თელავის ჰოსპიტალში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.  მომხდარის ძიება უკვე დაიწყეს სამართალდამცველებმა.

თეგები :

×