• თბილისი
  • 8°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

"ამ შლეგი ღლაპის, კობახიძის განცხადება, მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ წაგების"

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

უგულავას თქმით, კობახიძის განცხადებები იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას ეშინია არჩევნებში წაგების.

უგულავამ აღნიშნა, რომ ყველა განცხადება, რაც კეთდება ხელისუფლების მხრიდან, არის იმისთვის, რათა დამალონ, რომ არჩევნებს აგებენ და მეორე, რომ ორშაბათიდან მათ სურთ ქვეყნის სრული ჩაკეტვა, რათა მოხდეს მეორე ტურში მანიპულაციები.

"შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი ღლაპის განცხადება, კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ წაგების და იგონებენ ყველა სისულელეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, ევროპულმა საქართველომ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან ივანიშვილის მთავრობა გეგმავს ქვეყნის დაკეტვას იმისთვის, რომ მანიპულაცია მოახდინოს მეორე ტურზე. 

ეს არ არის განპირობებული ჩვენი ჯანმრთელობით, ეს არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო შიშით და თუ ეს მოხდება, საერთოდ ჩამოიშლება ეკონომიკა, ამიტომ, დაუშვებელია, რომ ორშაბათს, არჩევნების შემდეგ, ივანიშვილის მთავრობას ჰქონდეს შესაძლებლობა და მანდატი, ჩაკეტოს კვლავ ქვეყანა. 

ყველა იდიოტური განცხადება, რასაც მოვისმენთ დღეს, ხვალ და ზეგ, იქნება დაკავშირებული ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ ქართული ოცნება აგებს და მეორე, უნდათ დამალონ, რომ ქვეყნის ჩაკეტვა სურთ, იმისთვის, რომ შემდეგ მანიპულაცია მოახდინონ არჩევნებზე. 

ეს არ უნდა დავუშვათ, ამისთვის არის მნიშვნელოვანი აქტიურობა, სრული მობილიზაცია და 31-ში ივანიშვილის ჩამოშორება", - განაცხადა უგულავამ.


თეგები :