• თბილისი
  • 4°C
  • 17 დეკემბერი, 2018
article

თენგიზ სიგუა: „ზვიად გამსახურდიას მსოფლიო ,,კავკასიელ სადამ ჰუსეინს“ უწოდებდა“

საქართველოს ექს პრემიერ–მინისტრმა თენგიზ სიგუამ „რია ნოვოსტის“ ინტერვიუ მისცა, სადაც  საქართველოში 20 წლის წინ განვითრებული მოვლენებსა და სამოქალაქო ომზე საუბრობს. „პრესა.ჯი“ამ ინტერვიუს გთავაზობთ:

– თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას 16 აგვისტოს მოვაწერე ხელი, თუმცა პრემიერ–მინისტრის მოვალეობას კიდევ რამდენიმე დღე ვასრულებდი. მოსკოვის პუტჩის შესახებ, დილით რადიოთი გავიგე და უცებ გადავურეკე აკაკი ასათიანს, მაშინ უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე იყო.

ის თბილისის გარეუბანში, წყნეთში ისვენებდა, გამსხურდიაც შვებულებაში იყო, ყაზბეგის რაიონში. საქართველოს ხელისუფლებაში არავინ არ იცოდა, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დედაქალაქში. იმავე დღეს მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ შურავლოვი. როგორც ჩანს, კრემლმა სახელმწიფო წარმომადგენლები სსრკ–ს ყველა რესპუბლიკაში გაგზავნა. ჩვენგან მოითხოვდნენ თავდაცვის კომიტეტისა და ეროვნული გვარდიის გაუქმებას, რომელიც ხელისუფლებამ და პარლამენტმა შექმნა.

უკვე მომდევნო დღეს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელით გამოქვეყნდა დადგენილება, აღნიშნული გვარდიის გაუქმების შესახებ. გვარდია პოლიციად გადაკეთდა, ხოლო კომიტეტი დაიშალა. პარალელურად გამსახურდიამ დასავლეთის მიმართ გაავრცელა მოწოდება, რომ მალე ეღიარებინათ საქართველოსა და სსრკ–ს დანარჩენი რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რადგან ვითარება რთულდებოდა.

გამსახურდია ცნობილი დისიდენტი იყო, მან 1991 წლის 6 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახელობის 87%–ის მხარდაჭერა მოიპოვა. როგორ გგონიათ, ის ასე უცებ რატომ დათანხმდა ,,საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტის“ (ГКЧП) ულტიმატუმს?

– მას ძალაუფლების დაკარგვის შეეშინდა. მას ეგონა, რომ თუ ის წინააღმდეგობას გაუწევდა, მოსკოვი მას თანამდებობიდან გადააყენებდა. შურავლოვი მას ღიად დაემუქრა. სსრკ–ს შეეძლო თბილისის წინააღმდეგ ,,ЗакВО“–ს (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი) გამოყვანა, რომელიც მაშინ 20 ათასი კბილებამდე შეირაღებული ჯარისა და ოფიცრებისგან შედგებოდა, შტაბით თბილისში.

გამსახურდია იმ დროს საბჭოთა რესპუბლიკების ხელმძღვანელებისგან განხვავებით, ყველაზე ლოიალური იყო საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტის მიმართ, რაც მის კარიერაში ყველაზე საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა. დასავლეთში ამ საქციელით განცვიფრდნენ და კითხულობდნენ კიდეც – ნუთუ ეს გამსახურდიაა?

მსოფლიო წამყვანი გაზეთები ზვიადის ,,კავკასიის სადამ ჰუსეინს“ უწოდებდნენ. ბოლო სამუშაო დღეს კონსულტაციები უნდა ჩამეტარებინა ჩემს მოადგილე მურმან ომანიძესთან, მაგრამ ის თბილისში არ იყო. როგორც მერე გავიგე, 19 აგვისტოს გამსახურდიას დავალებით ომანიძე მოსკოვში გაფრინდა, სადაც გენადი ინაევს შეხვდა და დარწმუნა, რომ საქართველო არასოდეს გამოვიდოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. ეს შემდეგში თვითონ ინაევმა დაადასტურა.

ეროვნული გვარდია, რომლის სათავეში თენგიზ კიტოვანი აღმოჩნდა, როგორც მახსოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარა.

– იმ მომენტში, 12 ათასი გვარდიელი დუშეთის რაიონში, საზაფხულო სწავლებებში იღებდა მონაწილეობას. ისინი უცებ გადავიდნენ კასპის რაიონში, რკონის ხეობაში, სადაც უფრო ადვილად შეძლებდნენ რუსეთის სამხედროებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. პუტჩის შემდეგ, ზუსტად არ მახსოვს, 24–სა თუ 25 აგვისტოს, გამსახურდია კიტოვანს დაჰპირდა, რომ გვარდიას აღადგენდა. მაგრამ 2 სექტემბერს, კინოს სახლთან გამართულ  ნაციონალ–დემოკრატებისმიტინგზე, გამსხახურდიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოპოზიციის წინააღმდეგ პირველად გამოიყენა იარაღი.

6 დემონსტრანტი დაიჭრა. ეს იყო ზვიადის მომდევნო შეცდომა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მას არ გაუცია ცეცხლის გახსნის ბრძანება. ეს სისულელე და ტყუილია. ვინ გაბედავდა მისი ბრძანების გარეშე ამის გაკეთებას. ამის შემდეგ, გვარდია ოპოზიციაში გადავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მხარს არ დაუჭერდა იმ ხელისუფლებას, რომელმაც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენა.

თავიდან გვარდიელები თბილისის გარეუბანში, შავნაბადაზე განთავსდნენ, შემდეგ კი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც სამოქალაქო ომის დაწყებამდე, 1991 წლის 22 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ. ასე ნელა–ნელა მიუახლოვდა ამ ომს საქართველო. ამას გარდა, გამსახურდია ისეთ კანონებს იღებდა, რომელიც დემოკრატიულად არ ითვლებოდა და ადამიანის უფლებებს არღვევდა.

რა როლის ასრულებდა რუსეთის პოლიტიკური ელიტა საქართველოს სამოქალაქო ომში, რომელიც 1992 წლის 6 იანვარს გამსახურდიას საქართველოდან გაქცევით დასრულდა?

– არანაირს და ეს მოგვიანებით გამსახურდიამაც აღიარა. მან თქვა, რომ ამ საქმეში ,,ვაშინგტონის ხელი“ ერია. პუტჩამდე რამდენიმე ხნით ადრე, ის მთავრობის სახელით ანტიამერიკული განცხადებებით გამოდიოდა. მე, პრემიერმა ამ განცხადებების შესახებ არაფერი არ ვიცოდი, ეს იყო ჩემთვის შოკი. ეს იყო ჩემი გადადგომის ერთ–ერთი მიზეზი. ჩემსა და ზვიადს შორის ძალიან მწვავე საუბარი შედგა. ის ბავშურად იქცეოდა. 

სწორედ ამ განცხადებების შემდეგ თქვეს შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში, რომ ,,საქართველო დინების წინააღმდეგ მიცურავს.“ აშშ–მ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას დახმარებოდა, გარდა საქართველოსა და აზერბაიჯანისა. ჩვენთან საუბარი არავის არ უნდოდა. საშინელი მდგომარეობა შეიქმნა. ევროპელები 70 მილიონს გვაძლევდნენ, მაგრამ ამ ანტიამერიკული განცხადებების შემდეგ, შეწყვიტეს დახმარება. ის მხოლოდ ზვიადის შემდეგ განახლდა.

20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამ დროის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ერთმანეთს მხოლოდ რუსეთი და საქართველო ებრძვის, რატომ?

– რუსეთი უფრო დამნაშავეა, ვიდრე საქართველო. რომანოვები 300 წელი მართავდნენ რუსეთს, რომლებმაც კარგად იცოდნენ თბილისისა და მთლიანად კავკასიის მნიშვნელობა და ღირებულება. ბორის ელცინის დროს ეს ყველაფერი გაქრა.

1990–იანი წლების დასაწყისში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მინახავს დოკუმენტი, სადაც სუკ–ი ეთნოგრაფიულ მუზეუმს ავალებდა, მოემზადებინა ცენტრისთვის რეკომენდაცია, თუ როგორ შეენარჩუნებინათ გავლენა საბჭოთა კავშირის სივრცეში, მისი დაშლის შემდგომ. ამ მეცნიერებმა კარგად იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. პირველ რიგში, მათ ხელისუფლებას შესთავაზეს, რესპუბლიკების რუსულენოვანი მოსახლეობისგან ,,ინტერფრონტების“ შექმნა.

მეორე, ავტონომიებში წინააღმდეგობის მოძრაობების შექმნა. საქართველოში ,,ინტერფრონტი“ ვერ შედგა, მაგრამ მეორე გამოვიდა – აფხაზეთი და ოსეთი. ეს იყო მოსკოვის შეცდომა. აჯობებდა, რუსეთს რომანოვების ტრადიცია გაეგრძელებინა და საქართველოსთან საერთო ენა გამოენახა...


თეგები :