• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

მამუკა ბახტაძე ხაზარაძის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები არ იქნება

„არანაირი კითხვის ნიშნები, მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ირგვლივ არ იქნება“, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატები მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს.

ბახტაძე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის განცხადებაზე პასუხად, საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობას უსვამს ხაზს. 

„სულისკვეთება ამ განცხადებაში არის ისეთი, რომელიც ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს, რა თქმა უნდა, უნდა იქნას უზრუნველყოფილი და ეს ასეც იქნება, გამჭვირვალე პროცესის სასამართლოსი და კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე, არანაირი კითხვის ნიშნები, მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ირგვლივ, ისევე როგორც სხვა სასამართლო პროცესის ირგვლივ, არ იქნება,“ - აცხადებს ბახტაძე.  


თეგები :