• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

„ოქრუაშვილის დაჭერით ისიც დამტკიცდა, რომ „რუსთავი 2“ მართლა ყოფილა მისი და არა ხალვაშის“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი,  შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებით დასტურდება ის, რომ „რუსთავი 2-ის“ მფლობელი მართლაც ის არის.

„დაკავებებს, რა თქმა უნდა, ველოდი იმიტომ, რომ 20 ივნისს, ღამეს ივანიშვილის რეჟიმი ჩამოიშალა და ახლა არის აგონიური სტადია მათი არსებობისა, რა დროსაც მეტი ვერაფერი პოლიტიკური მეთოდი ვერ მონახეს, გარდა დაჭერების და რეპრესიების და ოქრუაშვილის დაჭერით ისიც დამტკიცდა, რომ „რუსთავი 2“ მართლა ყოფილა მისი და არა ქიბარ ხალვაშის,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის 20 ივნისის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მას გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 


თეგები :