• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

გამგებლები, რომლებმაც ცოლები საკუთარ მუნიციპალიტეტებში დაასაქმეს

ხალხის ფულით დაფინანსებული ნეპოტიზმი. გამგებლები, რომლებმაც მეუღლეები და ოჯახის წევრები საკუთარ მუნიციპალიტეტებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში დაასაქმეს. 

ფაქტებს „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამთა შამათავა ავრცელებს:

1.ვაკის გამგებლის, ნოდარ ტურზელაძის ცოლი, თამარ აბზიანიძე მუშაობს სს საქრუსენერგო”-ში (სააქციო საზოგადოების აქციონერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რუსეთის გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა).

2.დიდუბის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის მეუღლე, არჩილ ჩხარტიშვილი - სახელმწიფო კანცელარიაში, პრემიერის მრჩეველი.

3.გლდანის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის ცოლი, ინგა კორკოტაძე მუშაობს საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში.

4.საგარეჯოს მერის, გიორგი ერბოწონაშვილის ცოლი, მაია უსუფაშვილი მუშაობს საქრუსენერგო”-ში, ქონები მართვის და კორპორატიული ურთიერთობების სპეციალისტი.

5.სიღნაღის მერის, გიორგი გოგილაშვილის ცოლი, მარიამ ინანაშვილი 2017 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ფილიალის მმართველად.

6.ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის მეუღლე, ლიკა დენტოშვილი მუშაობს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში, კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტად.

7.ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ცოლი, მანანა პატარკაცაშვილი მუშაობს ააიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში .ასევე, ააიპ ახმეტის ბესიკ მამიაურის სახელობის სახელოვნებო სკოლაში, სადაც ის სამეურნეო ნაწილის გამგეა.

8.გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ცოლი, ქეთევან ტატიაშვილი მუშაობს გორის სოციალური სუფსიდიების სააგენტოში უფროს სპეციალისტად.

9.ასპინძის მერის, როსტომ მაგრაქველიძის ცოლი, მაკა ბერიძე მუშაობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საზ. ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელად.

10.ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის რძალი, ელისაბედ ოსიძე, არის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს კანცელარიის უფროსი, შვილი, არკადი უნანიანი კი რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელია.

11.თერჯოლის მერის, ბონდო თედორაძის ცოლი, ირმა ჩაფიჩაძე მუშაობს იუსტიციის სახლში, სამოქალაქო რეესტრის სივრცის კორდინატორის პოზიციაზე.

12.ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ცოლი, თამთა ფოფხაძე მუშაობს ააიპ - ქ.ქუთაისის ბაგა- ბაღების გაერთიანებაში, ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე. ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილედ.

13.ოზურგეთის მერის კონსტანტინე შარაშენიძის ცოლი, რუსუდან მდინარაძე მუშაობს ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის გაერთიანებაში. დედა, როზა გოგუაძე პოფკავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

14.შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძს მეუღლე, ნესტან ფუტკარაძე დასაქმებულია, შუახევის მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურის ცენტრში.

15.წყალტუბოს მერის, გრიგოლ იოსელიანის მეუღლე, ცირა ბერეკაშვილი მუშაობს ააიპ-წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში.

სიღარიბითა და შიმშილით სავსე ქვეყანაში, ასე ზრუნავენ სახელმწიფო ჩინოვნიკები არა ხალხზე, არა ქვეყანაზე, არამედ საკუთარ ოჯახზე.


თეგები :