• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

პრეზიდენტი R2-ზე: ეს არის კიდევ მეორე საკითხი, რომელშიდაც არ უნდა ჩაერიოს პრეზიდენტი

„რაც ეხება „რუსთავი 2“-ს, ეს არის კიდევ მეორე საკითხი, რომელშიდაც არ უნდა ჩაერიოს პრეზიდენტი“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

პირველი საკითხი, რაზეც პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „ჩარევის უფლება“ არ აქვს, TBC ბანკის საქმე და მისი მფლობელებისთვის ბრალის წარდგენაა.

„რუსთავი 2-ის საქმე არის პირადი, კომერციული საკითხები, სადაც უნდა გაერკვენ სასამართლოს მეშვეობით, თუ არა სასამართლოს მეშვეობით, მაგრამ არა პრეზიდენტის ჩარევით.

ჩემი სათქმელი ამ საკითხზე იყო ჩემს განცხადებაში, რომელიც აღნიშნავდა ერთის მხრივ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო საქართველოსთვის და ჩვენს რეალობაში, იმითი, რომ აღიარა ჩვენი სასამართლოს მიუკერძოებლობა და ეს არის ისეთი ფაქტი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ყოველდღიურად.

მეორეს მხრივ, მე ვთქვი იმავე განცხადებაში, რომელიც მეტ-ნაკლებად არ იყო გაჟღერებული, რომ მე ვთვლი, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება“, - თქვა პრეზიდენტმა.


თეგები :