• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

ხაზარაძე: მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ

„მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა.

მისი შეფასებით, ის, რაც დღეს გაჟღერდა პროკურატურის მხრიდან, არის აბსურდი.

„გამოძიებას ჩვენ ამ ტრანზაქციაზე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. თქვენ იცით, რომ რამოდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. ის, რაც დღეს გააჟღერეს, არის აბსოლუტური აბსურდი და ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ვართ,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამ წუთებში ხაზარაძე და ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან.


თეგები :