• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

„მამუკა ხაზარაძეს რომ სათანადოდ შეეფასებინა ეს საფრთხე, ახლა ივანიშვილი ბევრად სუსტი იქნებოდა“

„რამდენიმე თვის წინ, მამუკა ხაზარაძეს გადავეცი რომ ივანიშვილის რეჟიმი მას ბრალს წაუყენებდა, მის დაკავებას შეეცდებოდა და ანაკლიის პორტს გააჩერებდა“, - ამის შესახებ „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სწორედ ისე განვითარდა მოვლენები, როგორც მოსალოდნელი იყო.

კაპანაძე აღნიშნავს, რომ ხაზარაძეს იმ პერიოდში რომ სათანადოდ შეეფასებინა საფრთხეები, ივანიშვილი ბევრად სუსტი იქნებოდა.

„პირდაპირ ვიტყვი: რამდენიმე თვის წინ, მამუკა ხაზარაძეს გადავეცი რომ ივანიშვილის რეჟიმი მას ბრალს წაუყენებდა, მის დაკავებას შეეცდებოდა და ანაკლიის პორტს გააჩერებდა.

მაშინ, ერთი კარგი ადამიანის მეშვეობით კიდევ ბევრი მოსაზრება გავუზიარე და ვუთხარი ისიც, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები და როგორ უნდა დაპირისპირებოდა რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეებს. 

სამწუხაროდ, ზუსტად ისე განვითარდა მოვლენები, როგორც მოსალოდნელი იყო.

თუმცა, მაშინ რომ მას სათანადოდ შეეფასებინა ეს საფრთხე, ახლა ივანიშვილი ბევრად სუსტი იქნებოდა, ხოლო მამუკა ხაზარაძე ბევრად ძლიერი.

არავითარი ნიშნისმოგება, პირიქით: ჩემი სრული მხარდაჭერა მას და ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის ყველა მსხვერპლს.

უზურპატორი უნდა წავიდეს“, - აღნიშნავს კაპანაძე.


თეგები :