• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

„რაც გამოსდის კარგად, ეს არის მოგზაურობა“ - გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ვარსკვლავი გაუხსნა

ქუთაისის მერიის შენობის წინ პარტია „თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას ვარსკვლავი გაუხსნა.

წულაიას თქმით, ქალაქში არსებული პრობლემების მიუხედავად, მერი მუდმივად მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, რის გამოც, საჭიროდ მიიჩნია, რომ ჭიღვარიასთვის ვარსკვლავი გაეხსნა.

„ქუთაისს ჰყავს მოგზაური მერი. ქალაქი თავზე გვემხობა და ეს ხან ლონდონშია, ხან კიდევ ამერიკაში. რაც გამოდის კარგად, ეს არის მოგზაურობა. შესაბამისად, მერიის წინ იყოს სახელოვანი მოგზაურის ვარსკვლავი,” – აცხადებს წულაია.


თეგები :