• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

IRI-ის ახალი კვლევა: „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები - 25%, ოპოზიციური ხმები - 39%

„რუსთავი 2“  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაეცნენ.

კვლევა 15 ივნისამდე, ე.წ „გავრილოვის ღამემდე“ 5 დღით ადრეა ჩატარებული და მისი მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 26% არ აღემატება. მაშინ, როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22%-ია, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგი 7%-ია. „პატრიოტთა ალიანსის“ 5%, „ლეიბორისტული პარტია“  5%. დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2% და ქვევითაა. 

სავარაუდოა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ სურათი კიდევ უფრო შეცვლილია „ქართული ოცნებისთვის“ არასასურველი მიმართულებით. 


თეგები :