• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

ლევან გოგიჩაიშვილი: გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა

„გეტირება ადამიანს, ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ხელისუფლება კლანის დახმარებით ცდილობს სასამართლოს მთლიანად ხელში ჩაგდებას.

„გეტირება ადამიანს, ისეთ დღეშია სასამართლო სისტემა და ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად.

უკვე შინაარსობრივი განსხვავება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის აღარ არის. განსხვავებულია აგრესიის დონე. ის იყო საკუთარი მოსახლეობის მოძულე ხელისუფლება, ეს ხელისუფლება არის ყველაფერს რომ გააკეთებს - მოგატყუებს, ფეხს დაგიდებს, სხვა სტილით, თუმცა იმავე ავტორიტარული მისწრაფებებით. ამიტომ ჩვენ არამოსამართლე წევრებს ვთხოვეთ მოსულიყვნენ და საზოგადოების ინფორმირება მოახდინონ. ჩვენ ბუნებრივია, მოვემზადებით იმ პროცესისთვის, რომელიც განვითარდება საქართველოს პარლამენტში, მაგრამ მხარი აუცილებლად უნდა დავუჭიროთ საბჭოს არამოსამართლე წევრებს. ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა თითქოს ჩაყლაპა ეს თემა, მაგრამ მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამ წუთებში საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს ხვდებიან. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსა და მათი შერჩევის პროცესს უკავშირდება. შეხვედრას ესწრებიან ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე. შეხვედრას ასევე, ესწრება უმრავლესობის ორი წევრი აკაკი ზოიძე და ბიძინა გეგიძე. ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრაზე იმყოფება დავით უსუფაშვილი.


თეგები :