• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

„შს მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ მიტინგის დაშლამდე მომიტინგეებისთვის გაფრთხილება არ გაცემულა“

„ფაქტიურად, კ. საბანაძე ადასტურებს, რომ მიტინგის დაშლამდე მომიტინგეებისთვის გაფრთხილება არ გაცემულა, შესაბამისად მიტინგის დაშლის ბრძანება არის არაკანონიერი“, - ამის შესახებ იურისტი, ბექა ბასიალაია სოციალურ ქსელში წერს.

ბასიალაია შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის „კვირის პალიტრისთვის“ მიხემულ ინტერვიუს ეხმაურება. 

„ციტატა ჯერჯერობით შს მინისტრის, პოტენციური ბრალდებული გ. გახარიას მოადგილის კახა საბანაძის ინტერვიუდან: 

,,როცა აგრესიული მასა შეტევაზე გადმოდის, როგორ წარმოგიდგენიათ გაფრთხილება? პოლიციას თავს დაესხნენ იმისთვის, რომ პარლამენტში შესვლა უნდოდათ. ასეთ დროს გაფრთხილებას აზრი არა აქვს, გარდა იმისა, რომ იყო ინტერვიუებით მოწოდება, დაშლილიყვნენ, ოფიციალური განცხადებები, მოწოდება ორგანიზატორების მისამართით, რომ შეეწყვიტათ აგრესიული ქმედება."

ფაქტიურად, კ.საბანაძე ადასტურებს, რომ მიტინგის დაშლამდე მომიტინგეებისთვის გაფრთხილება არ გაცემულა, შესაბამისად მიტინგის დაშლის ბრძანება არის არაკანონიერი. ამაზე მკაფიო მტკიცებულება გ.გახარიას წინააღმდეგ რთული წარმოსადგენია.

კ. საბანაძის მსჯელობა, რომ მომიტინგეების გაფრთხილებას არ ქონდა აზრი, სამართლებრივი თვალსაზრისით სიბრიყვეა - ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი იმპერატიულად ადგენს გაფრთხილების სავალდებულოობას ! ფაქტობრივი თვალსაზრისით კი კ.საბანაძის აღნიშნული მსჯელობა არის ტყუილი; თვითონვე ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიცია 2 საათის მანძილზე იგერიებდა შეტევას, რა უშლიდა ხელს შსს-ს ამ 2 საათის მანძილზე გაეფრთხილებინა მომიტიგეები და მიეცა დრო დასაშლელად?!

პ.ს. საინტერესოა, შეიძენს თუ არა კ.საბანაძე ,,ოქროს მოწმის" სტატუსს გ.გახარიას ბრალდების საქმეში, თუ სხვა ხელქვეითები უფრო მნიშვნელოვან ჩვენებებს გასცემენ “, - აღნიშნა ბასიალაიამ.


თეგები :