• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

„საქართველოს მთავრობა ბოლომდე ვერ აცნობიერებს რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის შედეგებს“

„საქართველოს მთავრობა ბოლომდე ვერ აცნობიერებს რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის შედეგებს“, - ამის შესახებ აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა საგარეო საკითხებში და თავდაცვის მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მაიკლ კარპენტერმა ტვიტერზე დაწერა. 

„საქართველოში სამი დღე გავატარე. არ ვარ დარწმუნებული, რომ მთავრობა ბოლომდე აცნობიერებს რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის შედეგებს. ამდენი "ტურისტით" (მაგალითად FSB) და რუსი ბიზნესმენების მიერ ამდენი მიწის ყიდვით, მათ შესაძლოა ერთ დღეს გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ 20 პროცენტი კი არა, 100 პროცენტია ოკუპირებული“, - აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა.


თეგები :